Uni-Graft® K DV
წარმოგიდგენთ ნაქსოვ სისხლძარღვთა პროთეზებს, რომელიც დაფუძნებულია პოლიესტერზე (Dacron), ორმაგი ხავერდოვანი სტრუქტურით, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების შიდა მიგრაციას და უზრუნველყოფს პროთეზის საიმედო ინკორპორაციას ქსოვილში. პროთეზის შიდა ზედაპირი აძლიერებს ფიბრინის ფირის ადჰეზიას, რომელიც ჩნდება რევასკულარიზაციის პირველ ფაზაში. ჟელატინით დაფარვა ამცირებს სისხლძარღვთა პროთეზის საწყის ფორიანობას დაახლოებით 1900-დან 0 მლ/წთ/სმ2-მდე იმპლანტაციის დროს. დაპატენტებული Uni-Graft® გაჟღენთის ტექნოლოგია ალდეჰიდების (გლუტარალდეჰიდი და ფორმალდეჰიდი) გარეშე იძლევა მაქსიმალურ უსაფრთხოებას და ბიოთავსებადობას პროთეზის იმპლანტაციის შემდეგ.
უპირატესობები •ჟელატინის გაჟღენთვა ეფექტურად ხურავს ყველა ფორებს და ხელს უშლის სისხლის გაჟონვას პროთეზის კედლებში, ამიტომ არ არის საჭირო პაციენტის სისხლში დამატებითი შემდედებლის შეყვანა (წინასწარი შედედება). აქვს შესანიშნავი ბიოთავსებადობა
* Uni-Graft® K DV (B/Braun) გამოყენის სფერო -რეკონსტრუქციული პროცედურები აორტასა და პერიფერიულ არტერიებზე .
წარმოდგენილია როგორც ხაზოვანი, ბიფურკაციული და აქსილო ბიფემორალური პროთეზებით.
– ხაზოვანი: 6-38 მმ დიამეტრი, სხვადასხვა სიგრძე
– ბიფურკაციული: 12-24 მმ დიამეტრი, 40 სმ სიგრძე
– აქსილო-ბიფემორალური: 8-10 მმ დიამეტრი, 100 სმ სიგრძე
-კონუსური: 8-დან 6 მმ-მდე კონუსური დიამეტრი, 60 სმ სიგრძე
