Ჩატვირთვა...

საოპერაციო მიკროსკოპი Leica Provido

საოპერაციო მიკროსკოპი ხერხემალზე სამუშაოდ.

უნიკალური ოპტიკური სისტემა Fusion Optics  გვაძლევს ველის სიღრმის და მაღალი რეზოლუციის საუკეთესო კომბინაციას, რაც შეუდარებელ ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს.

300 ვატიანი ქსენონის განათება ანატომიის ნატურალურ ფერებში ხედვისთვის.

პატარა კუთხის გამანათებელი (small angled illumination) აუმჯობესებს ვიზუალიზაცია სინათლის თანაბრად განაწილებით. აგრეთვე ამცირებს ჩრდილებს ღრმა ვიწრო არხებში.

განათების ინტენსივობის ოპტიმიზაციის სისტემა (BrightCare Plus) პაციენტის კანის და ქსოვილის მაქსიმალური დაცვისთვის.

მიკროსკოპი შეიძლება აღჭურვილი იყოს ასისტენტის გვერდითი და მოპირდაპირე ოპტიკური ბლოკებით. ყველა ოპტიკურ ბლოკს აქვს 360 გრადუსით ბრუნვის საშუალება.

ასისტენტის მოპირდაპირე ოპტიკურ ბლოკს გააჩნია დამოუკიდებელი ზუსტი ფოკუსირების შესაძლებლობა.

სწრაფი ფოკუსირების დამხმარე სისტემა (SpeedSpot) 2 ლაზერული სხივის საშუალებით.

დიაგნოსტიკური ფლუორესცენტული მოდული FL560.

ვასკულარული ინტრაოპერატიული ფლუორესცენტული მოდული FL800.

სტენდი ელექტრომაგნიტური მუხრუჭებით და ბალანსირების სისტემით.

სამუშაო მანძილი — 600 მმ-მდე.

ფეხის პედალი ძირითადი ფუნქციების მართვისთვის.

სრულად ინტეგრირებული მაღალი გარჩევადობის ვიდეოკამერა მეხსიერების ბარათზე ჩაწერის ფუნქციით.

დოკუმენტაციის სისტემა.

მიკროსკოპი შეიძლება აღჭურვილი იყოს მაღალი გარჩევადობის 24 ინჩიანი სამედიცინო მონიტორით ან 27 ინჩიანი სენსორული სამედიცინო მონიტორით.