Ჩატვირთვა...

ინკუბატორი IVF ლაბორატორიისთვის

Esco MIRI® 6 კამერიანი ინკუბატორი საუკეთესო ვარიანტია თქვენს IVF ლაბორატორიაში, ემბრიონებისთვის. ექვსივე კამერა დამოუკიდებელია ერთმანეთისგან, გარდა იმისა რომ თითოეულ კამერას აქვს საკმარისი ტევადობა ემბრიონების განსათავსებლად, კიდევ საშუალებას იძლევა უზრუნველყონ გარემო პარამეტრების შენარჩუნება მაშინაც კი, როდესაც მეზობელი კამერები გახსნილია. ის ასევე უზრუნველყოფს ტემპერატურის აღდგენას უმოკლეს დროში, მისი გამაცხელებელი სახურავის დიზაინის წყალობით. ეს მახასიათებელი პასუხისმგებელია, რომ ემბრიონების გარშემო ტემპერატურა შენარჩუნდეს როგორც ქვემოდან, ასევე ზემოდან, სადაც სახურავი თბება 37.2 °C-ის ფიქსირებული წერტილით, რათა ტემპერატურა ზუსტი იყოს (37.0 °C) თქვენი ნიმუშებისთვის.
Esco MIRI® Multiroom ინკუბატორი გთავაზობთ სუფთა N2 და CO2 აირების პირდაპირ გამოყენებას ან წინასწარ შერეული აირის გამოყენებას. თუმცა, სუფთა აირების გამოყენებას ორი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ის უფრო ეკონომიურია, რადგან ინკუბატორს შეუძლია ამ აირების რეცირკულაცია. მეორეც, ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაარეგულიროს გაზის კონცენტრაცია საჭიროებისამებრ, ლაბორატორიაში ემბრიონის კულტივირების ოპტიმალური პროტოკოლებისთვის. MIRI® Multiroom ინკუბატორი ასევე თავსებადია ბაზარზე არსებულ ჭურჭლის უმეტეს ბრენდთან.
ქვემოთ მოცემულია ინკუბატორის კამერის შესაბამისი ჭურჭლები, ბრენდებით:
• 4 x Falcon® ⌀ 50/60 mm
• 8 x Falcon® ⌀ 35 mm
• 4 x Nunc™ ⌀ 54/60 mm
• 8 x Nunc™ ⌀ 35 mm
• 4 x VitrolifeDishes
• 4 x LifeGlobal® GPS Dishes
• 4 x SparMED Oosafe® 4-well Dishes
• 4x SparMED Oosafe ⌀ 55/60 mm
• 8x SparMED Oosafe ⌀ 35 mm
მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები:
გარე ზომები – 700 x 645 x 165 მმ (27.5 x 23 x 6.5″)
წონა- 40 კგ
დენის წყარო – 230V 50Hz